პროტესტი უნდა გაგრძელდეს რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე - ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, პროტესტი უნდა გაგრძელდეს „რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე“. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„მეგობრებო, ვინმეს თუ ჩემი ხედვა გაინტერესებთ, რეჟიმის ცვლილებას როგორ ვხედავ, ის აი ასეთია:
1. პროტესტი გრძელდება რეჟიმის სრულ გამოფიტვამდე და დისფუნქციურობამდე (სექტემბერში ახალი ძალით ახლდება, თუ საჭიროა - არაა საჭირო დასუსტება მისი მუდმივობით)
2. პოლიტიკური სპექტრი თანხმდება რეჟიმის ცვლილების შემდეგ აუცილებელი ფუნდამენტური რეფორმების პრინციპებზე (დღეს ვაქვეყნებთ ამ პრინციპებს და ნახავთ).
3. დისფუნქციური რეჟიმი ატარებს არჩევნებს იმ ცესკოთი, რასაც საპროტესტო კომიტეტი შეარჩევს (სსრკ-ის ნგრევის შემდეგ როგორც ომუნისტებმა ჩაატარეს).
4. ახალი, პროპორციული სისტემით და ხალხის მანდატით არჩეული ხელისუფლება იწყებს რეფორმებს ახალი, თავისუფალი და
სამართლიანი რესპუბლიკის დასაფუძნებლად, იწყება ევროკავშირთან დიალოგი, ვიღებთ მაპს.

ესაა ჩემი გეგმა.

ჭირი იქა, ლხინი აქა!

(სილამაზე სიმარტივეშია და ასე მარტივად გამოვა, თუ გამოვა)“ - წერს ჩერგოლეიშვილი.