1759573255
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
როგორც საარჩევნო უბანთან პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოხატა და გააკეთა არჩევანი, რომლის გაკეთებაც გაუმარტივდა.
მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა და მეორე მხარეს - არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.