66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ძალიან შეშფოთებული ვარ დნესტრისპირეთში განვითარებული მოვლენებით. ჩემი სრული სოლიდარობა პრეზიდენტ მაია სანდუსა და სრულიად მოლდოვას! ევროპის უფრო მეტად დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა ყოველი ჩვენგანისთვის რისკია“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე 25 და 26 აპრილს აფეთქებებისა და სროლის ხმა რამდენჯერმე გაისმა. მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დნესტრისპირეთის შიგნით მოქმედი ძალები სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ. მომხდარის გამო, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.
Very concerned with the developments in Transnistria. My full solidarity with @sandumaiamd and all of Moldova.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 27, 2022
Any attempt of destabilizing more of Europe is a risk for all of us.