პრეზიდენტებს ასეთ საკითხებზე არ ასამართლებენ - ნინო ბურჯანაძე სააკაშვილზე

ნინო ბურჯანაძე

„უფლებამოსილების გადაჭარბება ნამდვილად იყო 7 ნოემბერს, მაგრამ პრეზიდენტებს ასეთ საკითხებზე არ ასამართლებენ, არსად დედამიწის ზურგზე " - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „თავისუფალი სივრცეში“ საუბრის დრო განაცხადა

მისი თქმით, სააკაშვილის პატიმრობა  შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს.

„ჩემი ბრალდებები სააკაშვილის მიმართ იყო პოლიტიკური, და ეს პოლიტიკური ბრალდებები სასამართლო პროცესზე გავიმეორე, არ შემიცვლია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუნდაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით უფლებამოსილების გადამეტება ნამდვილად იყო 7 ნოემბერს, მაგრამ პრეზიდენტებს ასეთ საკითხებზე არ ასამართლებენ არსად დედამიწის ზურგზე. ეს ნამდვილად შეიცავს პოლიტიკური დევნის ნიშნებს მით უმეტეს შემდეგ როგორც მოექცნენ სააკაშვილს, მე რევანშის მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი საფუძველი მქონდა სააკაშვილზე არა მარტო პოლიტიკურად არამედ უბრალოდ ადამიანურად ვყოფილიყავი და ვარ კიდეც ძალიან განაწყენებული მაგრამ მე არასოდეს არ მივცემ ჩემ თავს იმის უფლებას რომ  ჩემი პოლიტიკური წყენისგან ან ადამიანური ტკენისგან გამომდინარე მივიღო რაიმე გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა „თავისუფალ სივრცეში საუბრის დროს.