მიხეილ სააკაშვილს, ამ წუთებში, ცენტრ "ემპათიას" ექსპერტები ხვდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილს, ამ წუთებში, ცენტრ „ემპათიას" ექსპერტები ხვდებიან. მათი განცხადებით, მიმდინარეობს მკურნალობა, არგუმენტაციისთვის საჭიროა სხვადასხვა სპეციალისტის დასკვნა, საბოლოო ანგარიშს კი დრო სჭირდება.

„ექსპერტიზა გრძელდება, დოკუმენტაციის შესწავლა გრძელდება. მინდა მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს, დროულად მოგვაწოდოს უცხოელი ექსპერტის ლიცენზიის აღიარების პროცედურა და ხელოვნურად ნუ აჭიანურებს პროცესს. მიმდინარეობს მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, დასკვნა იყოს რაც შეიძლება სწრაფად,“ - ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი.

დღესვე კლინიკაში ყოფილ პრეზიდენტს მისი ადვოკატი შოთა თუთბერიძე შეხვდა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ბოლო რამდენიმე დღეა არის ერთგვარი და რაიმე რადიკალური ცვლილებებს მე ვერ ვხედავ. პენიტენციური სამსახური არის  დაინტერესებული არა კვალიფიციური და სანდო ექსპერტიზის ჩატარებაში, არამედ საინფორმაციო ვაკუუმის შექმნაში მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ,“ - ამბობს შოთა თუთბერიძე.