პრემიერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ფასების ხელოვნური ზრდის საკითხის სიღრმისეული შესწავლა, მაგრამ „ტვ პირველმა“ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს საახალწლოდ ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა. სინამდვილეში, საახალწლო პერიოდში ფასების მცირე მატება ობიექტური, სეზონური ტენდენციაა - დავით ჩიხელიძე

დავით ჩიხელიძე

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აღნიშნავს , რომ „პრემიერმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აუცილებელია ფასების ხელოვნური ზრდის საკითხის სიღრმისეული შესწავლა, მაგრამ ოპოზიციურმა მედიამ ეს ისე წარმოაჩინა, თითქოს საახალწლოდ ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა.“ დავით ჩიხელიძე მიიჩნევს, რომ ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური კვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სრულიად რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება, თუმცა აუცილებელია საკითხის კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები. „ ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებში აშკარა ისტერიკაა ატეხილი, პრემიერ-მინისტრმა ფასების შესწავლის აუცილებლობაზე ისაუბრა, მათ კი მანიპულაციურად წარმოაჩინეს, თითქოს ფასები შემცირების ნაცვლად, საახალწლოდ ფასები გაიზარდა. სინამდვილეში, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი. როგორც წესი, საახალწლო პერიოდში ფასების ზრდა ობიექტური ტენდენციაა. ამას ემატება ისიც, რომ გლეხებს საკუთარი საფასო პოლიტიკა აქვთ, ისინი მთელი წლის განმავლობაში სწორედ საახალწლო ბაზრისთვის ემზადებიან. ბაზრის საფუძვლიანი და სისტემური მოკვლევის შემდეგ ფასების კორექტირება სავსებით რეალურია და შედეგიც ხელშესახები იქნება. თუმცა ამისთვის აუცილებელია კომპლექსური ანალიზი და არა ემოციურ ფონზე, პოპულისტური ლოზუნგებით მიღებული გადაწყვეტილებები. ოპოზიციის რეაქციამ აჩვენა, რომ ისინი კიდევ ერთხელ გაემიჯნენ საკუთარ ამომრჩევლებს, დადგნენ მაღალი სასურსათო ფასების მხარეს და სრულად უგულებელყვეს იმ მოქალაქეების რეალური საჭიროებები, რომელთა სახელითაც საუბრობენ.“ - წერს ჩიხელიძე.