სენაკში, კაცმა მეზობელი ქალი მოკლა - ცნობილია მოკლულის ვინაობა
1780394185
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს, თანმიმდევრულად გაგრძელდა საქმიანობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კონტექსტში.
მთავრობის ცნობით, ძალისხმევა მიმართული იყო საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციასა და პარტნიორების ჩართულობის გაღრმავებაზე, რათა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები მუდმივად დარჩენილიყო საერთაშორისო დღის წესრიგის მაღალ დონეზე.
„საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილებოდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ მიზნით, ეფექტიანად გამოიყენებოდა საერთაშორისო პლატფორმები, სადაც საქართველო სისტემატურად აყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და იმ სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელსაც მთავრობის ცნობით, ქვეყანა ატარებს.
„გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაძლიერებისა და მისი მანდატის სრულად განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, მისიის შეუფერხებელი და სრულმასშტაბიანი წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობის მუდმივი ხაზგასმით. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკანონო პროცესების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციასა და საოკუპაციო რეჟიმებთან უკანონო კონტაქტების პრევენციას. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდებოდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა ყველა არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობის ანგარიშში დეტალურად არის საუბარი იმაზე, რა პროექტების დაფინანსება ხდება ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით.