რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
"ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელიც გერმანიის ელჩის განცხადებას ეხმიანება.
პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს.
"ბატონი პეტერის ამ ფრაზიდან ნათლად ჩანს, რომ იგი საკუთრივ ქართველად ყოფნას არასაკმარისად თვლის. საჭიროა ქართველი დამატებით მეორე იდენტობას ფლობდეს. საინტერესოა, ასე ფიქრობს თუ არა იგი გერმანელობაზეც? სინამდვილეში, ესაა გერმანიის ისტორიით დაღდასმული მგრძნობელობა, როდესაც წარსულის გაქრობა უფრო დიდ იდენტობაში გათქვეფით წარმოგიდგენია, და ეს მის ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს - "ჩვენ გვქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გაყოფილი.. განადგურებული ქვეყანა. ევროკავშირი იყო ცივილიზებულ სახელმწიფოთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი." საქართველოს, ამ მხრივ, არც თავისი წარსული აქვს გასაქრობი და არც ცივილიზებულთა წრეში დასაბრუნებელი ბილეთი ასაღები. ევროკავშირი დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაა. ყოველ შემთხვევაში, ის ევროკავშირი, რომლისკენაც ქართველებს სწრაფვა სურთ. გათქვეფილი იდენტობის კავშირს საბჭოთა კავშირი ჰქვია. წარმავალმა ელჩმა კი უმჯობესია, იმაზე იფიქროს, როგორ ქვეყანაში მოუწია ჩამოსვლა და რამდენი რამ ვერ გაიგო აქაურობის", - წერს პაპუაშვილი.