პრინცესა დაიანას ყოფილი მძღოლი 30-წლიან დუმილს არღვევს
1731360410
მაქსიმალურად არის გააქტიურებული საარჩევნო შტაბის მუშაობა, მაქსიმალურად გვჭირდება ჩვენ მხარდაჭერის მობილიზაცია და რა თქმა უნდა, ამ შტაბის მუშაობა ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ღირსეული შედეგი 26 ოქტომბერს, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნის შემდეგ.
„ჩვენი მხარდაჭერაც დღესაც არის დაახლოებით 60%, თუმცა მუდმივად უნდა ვიყოთ მობილიზებული და ყოველ ხმას აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა.