ამიერიდან საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რა აქვს ამ ხალხს დასამალი? - ტრამპი
1749376504
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურნირი „გლდანის თასი ქუჩის კალათბურთში 2025" გაიმართა. ტურნირი ფიბა-ს სტანდარტების დაცვით ჩატარდა და მასში 12 გუნდი მონაწილეობდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Scooby, მეორე ადგილი - „მუხიანის ლომებმა“, ხოლო მესამე ადგილი - „ბებერმა არწივებმა“.
ფინალურ თამაშებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, პარლამენტის დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად დაესწრო და გამარჯვებულებს მედლები, თასები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა.
ტურნირის ფარგლებში, დამატებით ორი კონკურსი გაიმართა. ნომინაციის „საუკეთესო ჩატენვა“ გამარჯვებული დავით დადუნაშვილი გახდა, ხოლო „საუკეთესო მსროლელის“ ტიტული ვოვა თავაქარაშვილმა მოიპოვა. ტურნირის MVP კი გახდა ლუკა კალატოზიშვილი.