1766497440
პრემიერი: თითქმის ნახევარი საუკუნეა ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!
თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე სულიერების, რწმენის განმტკიცებისა და სიკეთის დათესვის საქმეში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.
მთავრობის მეთაური ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.
„ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.











