"ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოლო შეხვედრა იყო ერეკლესთან..." - ნინი ბადურაშვილი
1771271040
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-მ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა მისი უმცროსი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების გამო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს.
ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მონარქი პირდაპირ ეხმაურება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ბრალდებას.
„უდიდესი შეშფოთებით შევიტყვე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორთან დაკავშირებული ახალი ამბავი და ეჭვი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადაცდომის შესახებ. ის, რაც ახლა უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, არის სრულყოფილი, სამართლიანი და ჯეროვანი პროცესი, რომლის ფარგლებშიც საკითხს შესაბამისი ორგანოები სათანადო წესით გამოიძიებენ.
როგორც ადრეც მითქვამს, ამ საქმეში მათ აქვთ ჩვენი სრული, გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა.
მსურს მკაფიოდ განვაცხადო: კანონმა თავისი გზით უნდა იაროს.
ვიდრე ეს პროცესი გრძელდება, ჩემგან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება მართებული არ იქნება. მანამდე კი, მე და ჩემი ოჯახი კვლავაც განვაგრძობთ თქვენს სამსახურსა და მოვალეობის შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.