პრემიერი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი ილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში ვიზიტის ფარგლებში, გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაგრძობს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ორმხრივი შეხვედრები, მან გამართა შეხვედრა შვეიცარიის პრეზიდენტთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ეს იყო დღევანდელი ორმხრივი შეხვედრები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საერთაშორისო, გლობალური საკითხები მიმოიხილეს.

„როგორც ყოველთვის, განიხილება ერთის მხრივ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ ის საერთაშორისო გლობალური საკითხები, რომელიც აწუხებს დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა ის საკითხი,რომელიც საჭიროებს საერთო, ძლიერ კოორდინაციას, რათა გავუმკლავდეთ საერთაშორისო გამოწვევებს,“- აღნიშნა მინისტრმა.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა პოლონეთის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

„ამ ვიზიტის ფარგლებში მეც, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს მქონდა რამდენიმე შეხვედრა ჩვენს პარტნიორებთან, შევხვდი პოლონეთის, სლოვაკეთის, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს საერთაშორისო დღის წესრიგსა და ორმხრივ ფორმატებში, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა და როგორ უნდა გავხადოთ, ერთი მხრივ, რაც ჩვენ გვაწუხებს, ჩვენი რეგიონი უფრო მეტად უსაფრთხო, ხოლო მეორე მხრივ გლობალური პრობლემები, რომელიც აწუხებს ყველას, როგორ გავუმკლავდეთ ყველა ერთად ამ გამოწვევებს,“- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.