1760559559
პრემიერი: ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება, წაახალისოს რევოლუციური პროცესი, რაც განწირულია წარუმატებლობისთვის. თავი მოიჭრა, 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე, ბაია პატარაიაზე და ზურაბიშვილზე დაბალი დონეა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს აქვს დავალება მიღებული, რომ წაახალისოს საქართველოში რევოლუციური პროცესი, რაც თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის, მაგრამ ასეთი დავალება აქვს მიღებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ევროპული ბიუროკრატია დასულია ბაია პატარაიას დონემდე.
„როგორც ბაია პატარაია, ისევე იღებს ეს ქალბატონიც დავალებებს. არავითარი განსხვავება არ არის. ეს არის ყველაზე მეტად ტრაგიკული დღეს ევროკავშირის სივრცეში, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დასული ბაია პატარაიას დონემდე. ეს არის ყველაზე ტრაგიკული. რა დავალებასაც მისცემენ, იმას აკეთებენ. თავი ხომ მოიჭრა ამ ადამიანმა? 50 კაცს შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე. ხომ ტყუილის თქმა მოუწია, ხალხი ახლა იკრიბებაო, ფინეთის დროშები ფრიალებსო. სასწაულები ილაპარაკა. ბაია პატარაიაზე დაბალი დონეა. სალომე ზურაბიშვილზე დაბალი დონეა. ეს არის რეალური სახე, რასაც გვიჩვენებს ჩვენ ევროპული ბიუროკრატია. სხვა ახსნა ამას ხომ არ აქვს. ყველაფერი ძალიან კარგად იციან, მაგრამ მიიღებენ რაღაც დავალებას და უნდა შეასრულონ ეს დავალება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.