პრემიერი ფასების რეგულირებაზე: შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე უკვე გადავალთ ქმედებებზე - მათ შორის, არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას

ირაკლი კობახიძე

შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, უკვე გადავალთ ქმედებებზე - მათ შორის, არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე, ისეთი მექანიზმების გამოყენებას, როგორიცაა თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება," - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მიზანი გრძელვადიანი შედეგის მიღწევაა.

"ვფიქრობთ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესი შედეგს გამოიღებს. ჩვენ, შესაბამისი ინფორმაციის გაანალიზების საფუძველზე, უკვე გადავალთ ქმედებებზე - მათ შორის, არ გამოვრიცხავთ, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, ასევე, ისეთი მექანიზმების გამოყენებას, როგორიცაა თუნდაც ალტერნატიული ქსელების წახალისება და ა.შ. ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მოგვცემს შედეგს, მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზე," - აცხადებს პრემიერი.