პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
მოქმედებს ძალიან მარტივი პრინციპი, 50, 100 ან თუნდაც 150 ადამიანი არ უნდა ძალადობდეს 4 მილიონ ადამიანზე, თუ არ გაქვს საკმარისი რაოდენობა, შენ არ შეიძლება, პრობლემებს უქმნიდე დანარჩენ მოსახლეობას, შესაბამისად, საჭირო იყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში კანონში არაერთი ცვლილება შევიდა.
„მთავარი მიზანი არის ის, რომ 100-მა კაცმა, 50-მა ან თუნდაც 150-მა კაცმა არ უნდა შეუქმნას პრობლემები 4 მილიონ ადამიანს. როდესაც ხარ ცოტა, უნდა დაკმაყოფილდე იმ მოცემულობით, რომელიც გაქვს და პატივი უნდა სცე დანარჩენი 4 მილიონი ადამიანის ინტერესებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.