პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რუსთავში, მეგობრობის გამზირის სარეაბილიტაციო პროცესი დაათვალიერა. მთავრობის მეთაურს განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გააცნო.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის, „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროგრამით რუსთავში 40 მილიონი ლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული.
„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რუსთავში გათვალისწინებულია მეგობრობის გამზირის და მერიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის შედეგად, 12 შენობის რეაბილიტაცია განხორციელდება.
როგორც ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ-მინისტრთან საუბარში აღნიშნა, მეგობრობის გამზირზე სრულდება შენობების კეთილმოწყობა, გადახურვა, საინჟინრო ქსელების მოწყობა. გათვალისწინებულია ლიფტების მოწესრიგება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ასევე ქალაქის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის განახლება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე ქუჩას და სკვერს. ამ დროისთვის პირველი ფაზის სამუშაოების 70 პროცენტი დასრულებულია.
პრემიერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და პარლამენტის წევრი ლექსო დალაქიშვილი.