ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
"უკრაინული დაზვერვის პროვოკაციული ბრალდება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინული დაზვერვის პროვოკაციული ბრალდება მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, იმ ქვეყნის, რომელიც არის მტერი, როგორ თავისუფალი საქართველოსი, ასევე თავისუფალი უკრაინის. როდესაც მსგავსი პროვოკაციული განცხადებები კეთდება მინიმუმ კონკრეტული დასაბუთება და მტკიცებულებების წარდგენაა აუცილებელი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.