პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა რთულია, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციაში - დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს, რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი რეაგირება იქნება - ირაკლი კობახიძე

 ირაკლი კობახიძე

როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რთულია დეტალებში ჩახედვა, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში.

„როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუს-ის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში. დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება, ამას პირადად გპირდებით“, - განაცხადა პრემიერმა.