პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განსაკუთრებით გამოვყოფ პრემიერ-მინისტრის როლს, რომლის ლიდერობითაც ამ რთულ პირობებში, სამთავრობო გუნდმა წარმატებით შეძლო ქვეყნის ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარე საფრთხეებთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ელჩების კონფერენცია 2022-ის გახსნაზე განაცხადა.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 2022 წელს ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მის სახელმწიფო ინსტიტუტებს შესწევთ უნარი ეფექტურად გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რაც მდგრადი და წარმატებული სახელმწიფოს ნიშანია“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამ წუთებში თბილისში ელჩების კონფერენცია იხსნება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.
ელჩების კონფერენცია, ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.