პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ წუთებში თბილისში ელჩების კონფერენცია იხსნება. ყოველწლიურ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.
ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის გამოსვლით გაიხსნა.
ელჩების კონფერენცია, ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.