პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში სიახლე შედის

ნმ

 პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში სიახლე შედის, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიის აკადემია საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება, სახელმწიფო კონტროლს კი სამინისტრო განახორციელებს.

აკადემიის შექმნის საკითხზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა 8 მაისს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის.

ინიციატივის დაჩქარებულად განხილვას პარლამენტი მიმდინარე კვირას დაიწყებს. ცვლილებებზე დღეს განათლებისა და საგარეო კომიტეტზე იმსჯელებენ.