„მძიმე სანახავია... მოვლენებს ნუ გაუსწრებთ წინ“ - ვრცელდება გოგა მანიას მიმართვა
1779866041
ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულმა ავტომწარმოებელმა, Ferrari-მ, თავისი პირველი ელექტროკარი Luce („სინათლე“) წარადგინა. ეს ასევე ბრენდის ისტორიაში პირველი ხუთადგილიანი ავტომობილია.
Luce-ი აღჭურვილია 4 ელექტროძრავით და მისი სიმძლავრე 1050 ცხენის ძალას აღწევს. ის 100 კილომეტრ/საათ სიჩქარეს 2,5 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე საათში დაახლოებით 310 კილომეტრია, სვლის მარაგის რესურსი კი სრული დატენვით 530 კილომეტრი.
Luce-ის ღირებულება ევროპაში 550 000 ევროს შეადგენს. Ferrari ელექტროკარზე წინასწარი შეკვეთების მიღებას უკვე ამ კვირაში დაიწყებს. მოდელი Apple-ის დიზაინის ყოფილ დირექტორთან, ჯონი აივთან და მის სააგენტო LoveFrom-თან თანამშრომლობით შეიქმნა.