„მძიმე სანახავია... მოვლენებს ნუ გაუსწრებთ წინ“ - ვრცელდება გოგა მანიას მიმართვა
1779866041
ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„ღრმა მწუხარებით ვაცნობებთ სასკოლო საზოგადოებას, რომ გარდაიცვალა სსიპ – ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი, ბატონი ზურაბ ზაქარაძე.
ბატონი ზურაბის ღვაწლი ჩვენი სკოლისა და ზოგადი განათლების სისტემის წინაშე შეუფასებელია. წლების განმავლობაში, მისი გამორჩეული ლიდერული თვისებების, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულების წყალობით, სკოლამ მრავალ წარმატებას მიაღწია და ჩამოყალიბდა ძლიერ საგანმანათლებლო კერად.
კოლეგებისთვის იგი იყო არა მხოლოდ სამაგალითო ხელმძღვანელი, არამედ საიმედო მეგობარი და მრჩეველი, ხოლო მოსწავლეებისთვის – გულშემატკივარი და მხარდამჭერი, რომელიც მუდამ ზრუნავდა მათ განვითარებასა და მომავალზე.
ბატონმა ზურაბმა დატოვა ღირსეული კვალი და ეპოქა, რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში.
სსიპ – ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და უსამძიმრებენ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საგანმანათლებლო საზოგადოებას ამ უდიდესი და აუნაზღაურებელი დანაკარგის გამო.ბატონი ზურაბ ზაქარაძის სახელი, პიროვნება და ღვაწლი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.ნათელში იყოს მისი სული“,- ნათქვამია წერილში.