პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაგეგმილი მთის კვირეული მესტიასა და შოვში გრძელდება

შოვი

დღეს, სვანეთი და რაჭა მთის დღეებს მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით დაგეგმილი ფესტივალის ფარგლებში, განსაკუთრებულ პროგრამაა წარმოდგენილი როგორც მესტიაში ასევე შოვში. მესტიაში, ჰეშკილის ტერიტორიაზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილია  ადგილობრივი სამზარეულო, ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის მასტერკლასები. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკას, საცეკვაო ნომრებს, ასევე, სპორტულ აქტივობებსა და შემეცნებითი ტურებს ჰპირდებიან.

სტუმრებს ცნობილი შეფმზარეულები მიშა ავსაჯანიშვილი და რუსო დაუშვილი, ასევე ადგილობრივი მზარეულები უმასპინძლებენ. ისინი ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ, ასევე ჩაატარებენ მასტერკლასებს, ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი.

რაც შეეხება, რაჭას ‘’მთის დღეები’’ შოვში აღინიშნება. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით. ფესტივალის ფარგლებში ღვაწლმოსილი რაჭველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრები საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ პირადად გადასცა. ფესტივალს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.