პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს რიჩ ლესერს შეხვდა

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლიღარიბაშვილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზეგავლენიანი ბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციოფირმის, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის (BCG)თავმჯდომარეს რიჩ ლესერს მიუნხენისუსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებშიშეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოგამოირჩევა როგორც საიმედო და სტაბილურიბიზნესპარტნიორი. ისაუბრეს ქვეყნაში მიმდინარეეკონომიკურ პროცესებზე, ხაზგასმით აღინიშნა,რომ საქართველო აგრძელებს წინსვლას დაქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, უკვემეორე წელია ნარჩუნდება ორნიშნა ეკონომიკურიზრდა.

პრემიერ-მინისტრმა ბოსტონის საკონსულტაციოჯგუფის (BCG) თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაციასაქართველოში სხვადასხვა მიმართულებითარსებულ პოტენციალზე.

ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფი (BCG)მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანიბიზნესსტრატეგიის საკონსულტაციო ფირმაა.ფირმის კლიენტების ძირითადი ნაწილი მსოფლიოს500 უმსხვილეს კორპორაციას შორისაა.

კომპანიის ექსპერტიზის სფეროა ბრენდინგი,კორპორაციული განვითარება, გლობალიზაცია,ფასთა წარმოება, სტრატეგია და  ტექნოლოგიები.

BCG-ის 50-ზე მეტი ოფისიმდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთამერიკაში, ევროპაში, შორეულ აღმოსავლეთსა დაავსტრალიაში. კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით25, 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.