პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სიყვარულის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს.
უნდა ნახო ან ვერ ნახო და განწყობაც შესაბამისია.
როცა დილას აუცილებლად გხვდება მისი SMS, კითხულობ რამდენჯერმე, თუნდაც ერთი სიტყვა ეწეროს და ბედნიერს გეღიმება.
სიყვარულია, როცა ღამით მასთან ლაპარაკში იძინებ, მისი ხმა გესმის და აქედან გამომდინარე ფერადია სიზმრებიც…
სიყვარულია, როცა ყავასაც კი მისი სურნელი, მისი გემო აქვს.
სიყვარულია, როცა ჯერ წასული არ არის, რომ უკვე გენატრება.
სიყვარულია, როცა ქუჩაში დადიხარ და იღიმი.
სიყვარულია, როცა ყელში ბურთი გეჩხირება და ცრემლებით გევსება თვალები.
იმის გამო რომ ძალიან გიყვარს, იმის გამო რომ ძალიან გენატრება,
ან იმის გამო რომ ძალიან ხარ გაბრაზებული და შესაბამისად მზად ხარ, დაუსრულებლად აკოცო რომ დაინახავ გაიქცე და ჩაეხუტო ან წამებით მოკლა…
სიყვარულია, როცა ბრაზდები და ხმას არ ცემ , ან უყვირი და ეჩხუბები და გეუბნები რომ არ სჭირდება შენი სახლში გაცილება…
სიყვარულია, როცა უყურებ და გეცინება მის ბავშურ საქციელებზე.
სიყვარულია, როცა შეგიძლია ტვინი უბურღო და ოდნავადაც არ შეწუხდეს.
სიყვარულია როცა ცდილობ შეცდომებზე მიუთითო, იმიტომ რომ ისევ მისთვის გინდა კარგი და ამ ყველაფერს ისე აღგიქვამს, თითქოს ისეთი არ გიყვარდეს როგორიც არის და წყინს-გებუტება.
შენ კი, ამ ყველაფერს ღიმილით ითმენ და ბურდღუნებ მართლა რა პატარა ხარო…სიყვარულია, როცა 5 წუთის მერე ერთად იცინით ამ ყველაფერზე .სიყვარულია, როცა პატარას და ათას საყვარლობას ეძახი და მას გული უჩუყდება.სიყვარულია, როცა მასთან ყველა ემოცია იმაზე ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივ შეიძლება იყოს.სიყვარულია, როცა ახლა ამ წუთას ისე გენატრება, საცაა იტირებ.სიყვარულია, რადგან არავინ არსებობს ამ ქვეყნად როცა მასთან ხარ,ვერავის ხედავ და არავინ გინდა.სიყვარულია, რომელიც არასოდეს დამთავრდება.დიდ სიყვარულს გისურვებთ”, – წერს გივიკო დიდია.