„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
პოზიტიური მშვიდობის ინდექსით საქართველო 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა. ევროკომისია აქვეყნებს საერთაშორისო რეიტინგს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს.
2024 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველო 6 ადგილით დაწინაურდა, 49 პოზიციაზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი მიიღო.
ინდექსი განიხილავს ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.
ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტმა 2024 პოზიტიური მშვიდობის ინდექსთან ერთად, ცალკე დოკუმენტად ბიზნესის და მშვიდობის 2024 წლის ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელიც აქცენტს სამთავრობო, სოციალურ და გარემო დაცვით სტანდარტებზე აკეთებს. ამ ანგარიშით საქართველო იმ ათ ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც სამომავლოდ ყველაზე მაღალი პროგრესია მოსალოდნელი.