პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული?- ასე უპასუხა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ აკავებენ პროტესტის გამო აქციის იმ მონაწილეებს, „რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ“.
„თქვენ რა იცით, რომ არ დაუშავებია?! პოლიციელზე კვერცხის სროლა დანაშაული არ არის? გინება არ არის დანაშაული? დანამდვილებით იძახი, რომ არაფერი დაუშავებია?!- აღნიშნა სირაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, სირაძემ აღნიშნა: „დიახ“.
ცნობისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა.
პარალელურად აეროპორტის ტერიტორიაზე პროტესტის ნიშნად აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსეთიდან რეისის შესრულებას აპროტესტებენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 BM.ge-ის ინფორმაციით, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია
👉 ხელჩართული ჩხუბი და დაკავებები თბილისის აეროპორტში - რა ხდება ადგილზე
👉 VIDEO: რუსმა ბორტგამცილებელმა საქართველოში ჩამოფრენა შამპანურით აღნიშნა