პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს - გია ვოლსკი

ვოლსკი

 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

მიმდინარე პროცესს აფასებენ მმართველ გუნდში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არ უნდა არსებობდნენ ისეთი პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

"ალბათ, მოილაპარაკეს და თავის პოზიციის დასაცავად ამბობენ, რომ ეს საბოტაჟი, რაც ჩვენ თვალწინ ხორციელდება, ეს რევოლუციის მცდელობები, ეს ე.წ. მშვიდობიანი დამხობა სხვა არაფერია თუ არა დემოკრატიული პრინციპების დაცვის მცდელობა საქართველოში.

ქვეყანა თავს იცავს და თავდაცვის მექანიზმია ის, რომ პოლიტიკურ ჯგუფებად წოდებული ადამიანთა გაერთიანება, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზანს ემსახურება, არ უნდა არსებობდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახალისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.

✕