პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ იყო ჩართული რეზოლუციის შემუშავებაში, თუმცა დიპლომატი ამბობს, რომ პოლარიზაცია არის პრობლემატური საკითხი ქვეყანაში და შტატების მოწოდება მხარეების მიმართ ყოველთვის არის, რომ ის დაძლეულ იქნეს.
კელი დეგნანი გამოთქვამს იმედს, რომ როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდებიან და ისე შეასრულებენ სამუშაოებს, რომ დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტი.
"ამერიკა არ არის ევროკავშირის წევრი, შესაბამისად ჩვენ არ ვიყავით ჩართული ამ რეზოლუციის შემუშავებაში. ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ პოლარიზაცია არის პრობლემატური ქვეყანაში და ჩვენი მოწოდება მხარეების მიმართ ყოველთვის არის, რომ იგი დაძლიონ და გააგრძელონ მუშაობა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რაც უკავშირდება სასამართლოს, დემოკრატიულ პროცესებს და სხვაა მიმართულებებს. ეს უნდა მოხდეს ინკლუზიურად.
საქართველოს აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. იგი წარუდგენს შემუშავებულ ვენეციის კომისიას, თუ სხვადსხვა საერთაშორისო სტრუქტურებს და შემდგომ მათგან იღებს შეფასებებს, თუ რამდენადაა ის შესაბამისობაში და რამდენად აკმაყოფილებს სტანდარტებს.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ცხოვრებაში, ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლის საშუალებაა, საქართველოს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ჩვენი მხრიდან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, რომელიც გულისხმობს სტაბილურ, წარმატებულ, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას და ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ქართველი ლიდერები როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია - გაერთიანდება და ისე შეასრულებს სამუშაოებს, რომ ევროპული სტანდარტები დაკმაყოფილდეს,“ - აცხადებს კელი დეგნანი.
განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ელჩმაც. მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი რეზოლუციის შემუშავების პროცესში ჩართული არ არის, თუმცა გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს.
"მე რეზოლუცია არ მინახავს. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია უკვე ევროკავშირის წევრი აღარ არის, ჩვენ აღარ ვართ პირდაპირ ამ პროცესში ჩართული. თუმცა გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. დემოკრატიული ნიშნებია, რომ საქართველოს მოქალაქეები სურთ შეუერთდნენ ნატოსა და ევროკავშირს, ამავე პოზიციას იზიარებს ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ იმუშაონ ერთად და შეასრულონ 12 რეკომენდაცია,“ - აცხადებს მარკ კლეიტონი.