6,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ნახეთ, ეპიცენტრი
1749415180
პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც თინა ბოკუჩავასგან მოვისმინეთ. ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში გაწაფულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, ხალხს თინა ბოკუჩავასგან არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი აქვს მოსმენილი.
„ამ ქვეყანას სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა ჰყავს და თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს, შეუძლია, შესაბამის ორგანოებს მიმართოს. თინა ბოკუჩავასგან არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი გვაქვს მოსმენილი, რაც საზოგადოებას კარგად ახსოვს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.