1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პირველად ისტორიაში, საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით ევროპის ტოპ 20-ეულშია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
„კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილზეა, ისტორიაში პირველად კი, ევროპის ტოპ ოცეულში შევიდა. საქართველოს, ჩეხეთის, იტალიის და სლოვენიის რეიტინგი მსგავსია, რაც მეტია ევროკავშირის 9 და ყველა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის მაჩვენებელზე. საქართველო ევროპის 5 საუკეთესო ქვეყანას შორისაა გაუმჯობესებული ანტიკორუფციული მაჩვენებლებით“, - წერს პაპუაშვილი.
Georgia 🇬🇪 ranks ⬆️ 41st globally, enters top 20 in Europe for first time in #CPI2022. Ranks similar to 🇨🇿🇮🇹🇸🇮, above 9 EU & all EU candidate countries. Among top 5 European countries in improved anti-corruption performance. pic.twitter.com/OeE7ciBSZp
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) January 31, 2023