ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს, ასევე, ამბობს, რომ ხვალინდელ პროცესზე ბაბუცა პატარაიას წინააღმდეგ გამარჯვების მოლოდინი აქვს

“ტაბულას„ რედაქტორი

პირწმინდად, გამარჯვების მოლოდინი მაქვს და თუ არ ვიმარჯვებ, დავას ვაგრძელებ სტრასბურგამდე. იმედი მაქვს, რომ ბაია პატარაიაც იმავენაირად მოიქცევა, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „პრაიმტაიმთან“ ,10 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლოსთან დაკავშირებით, აცხადებს.

 - როგორი მოლოდინი გაქვთ ხვალინდელი პროცესის?

- პირწმინდად, გამარჯვების მოლოდინი მაქვს და თუ არ ვიმარჯვებ, დავას ვაგრძელებ სტრასბურგამდე. იმედი მაქვს, რომ ბაია პატარაიაც იმავენაირად მოიქცევა - ივანიშვილის სასამართლოს არ ენდობა და თუ წააგებს, ბოლომდე იბრძოლებს.

- არქივი ინახავს თქვენს ბევრ განცხადებას, სადაც სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებთ და მას უწოდებთ კლანის მართულ უწყებას.

- რასაკვირველია, ამ ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს.

- ენდობით თუ არა სასამართლოს, მიიღებთ თუ არა მის გადაწყვეტილებას და აღიარებთ თუ არა სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციას?

- ​არა, რასაკვირველია, არ ვენდობი. სტრასბურგამდე მისასვლელად მინდა, თუ აქ არ ამოვწურე, ისე ვერ მივალ.  როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში სასამართლო ვაღიარო, სადაც ყველაფერი ერთი კაცის ხელშია და ერთი კაცი წყვეტს. სასამართლო ამ შემთხვევაში არის მექანიზმი, რომ სტრასბურგამდე მივიდე და ვიყენებ ამ მექანიზმს - ისე სტრასბურგამდე ვერ მივალ.