პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დღეს, 8 ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადავცემთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და წლის განმავლობაში, რამდენიმე ათეულ ოჯახს საცხოვრებელი ფართით დავაკმაყოფილებთ“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით.
„არჩევნების დროს დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც უსახლკარო თბილისელებს ეხება, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები არ აქვთ. ჩემი და ჩემი გუნდის დაპირება იყო, რომ ყველაფერს გავაკეთებდით იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვეგვარებინა. 400-მდე ოჯახი, რომელსაც დღეს უსახლკაროს სტატუსი აქვს უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალური საცხოვრებელი ფართებით. ჩვენს ყველა დაპირებას პირნათლად ვასრულებთ და თანმიმდევრულად მივყვებით იმ გაწერილ პროგრამასა და გეგმას, რომელიც საზოგადოებას წარვუდგინეთ. პირობას ვდებ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი უსახლკარო სტატუსის მქონე ოჯახი არ იქნება საცხოვრისის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.