პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც და უკრაინაც ერთიანი იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.
„ჩვენი ქვეყანა ორჯერადად არის ოკუპირებული და ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, რაც ძალიან მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის. ასევე, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მთელმა მსოფლიომ მოისმინა გუშინ. სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკის და დონეცკის აღიარება კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის რაღაც ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს. ეს გამოცდილება სამწუხაროდ, ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც ერთიანი იქნება და უკრაინაც ერთიანი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.