პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.
გადაწყვეტილებას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც კალაძე ამბობს, მისი განცხადება მძიმე მოსასმენი იყო.
მისი თქმით, მსგავსი გამოცდილება საქართველოსაც აქვს.
„ჩვენი ქვეყანა, რომელიც ორჯერადად არის ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, ძალიან მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის. ასევე, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რაც გუშინ მთელმა მსოფლიომ მოისმინა. სეპარატისტული რეგიონების, ლუგანსკისა და დონეცკის „აღიარება“ კატეგორიულად მიუღებელია და რა თქმა უნდა, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მთელი ქვეყნის გარკვეულ ნაწილს ვიღაც ამოგლეჯს.
ეს გამოცდილება ჩვენც გამოვლილი გვაქვს და მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, მშვიდობა ვუსურვო საქართველოს და რა თქმა უნდა, აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც საქართველოც იქნება ერთიანი და ასევე, უკრაინაც იქნება ერთიანი", - განაცხადა კალაძემ.
კითხვაზე, იგეგმება თუ არა მმართველი პარტიის ვიზიტი უკრაინაში, კალაძემ განმარტა, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავა. მისი თქმით, აღნიშნული რეზოლუცია არის მნიშვნელოვანი, მხარდაჭერის გამოხატვის საკითხში.