რა უნდა წავიღოთ საფლავზე აუცილებლად - მოძღვარი განმარტავს
1776062834
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით დათვლილია ხმების 99 პროცენტი, რომლის მიხედვითაც პიტერ მადიარის პარტია "ტისა" ქვეყნის 199 ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს და ერთპარტიულ საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. მოქმედმა მმართველმა პარტიამ "ფიდესმა" 38%, ანუ 55 მანდატი მიიღო. საპარლამენტო არჩევნებზე უნგრეთის ისტორიაში რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა.
ვიქტორ ორბანმა პიტერ მადიარს გამარჯვება უკვე მიულოცა.
"ჩვენ, უნგრელი ხალხი, თავად ვწერთ საკუთარ ისტორიას, მადლობა ამისთვის. დღეს უნგრელმა ხალხმა ევროპასა და თავისუფალ უნგრეთს უთხრა — "დიახ". მხარი დაუჭირეს იმას, რომ ჩვენ მათ წარმოვადგენდეთ, ვედგეთ გვერდში და ქვეყანაში წესრიგი დავამყაროთ, ამაზე პასუხისმგებლობა უნგრეთის ხელისუფლებას ეკისრება.
მოვუწოდებ მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღეიდან მხოლოდ გარდამავალი მთავრობის ფუნქციით შემოიფარგლოს და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელ-ფეხს შეუბოჭავს მომავალ — "ტისას" მთავრობას. მათ, ვინც ქვეყანა გაძარცვა, პასუხი უნდა აგოს. ძვირფასო თანამემამულეებო "ფიდესიდან". ვიცი, რომ დღეს იმედგაცრუებულები ხართ. ვიცი, ეს რთულია, მაგრამ გპირდებით, რომ მე თქვენი პრემიერ-მინისტრიც ვიქნები. მე ვიქნები ყველა უნგრელის პრემიერ-მინისტრი და ვიმუშავებ დღეში 24 საათი, კვირაში შვიდ დღე, რათა მოვაშუშო იარები და მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, შევძლოთ ერთმანეთის მიღება", - აცხადებს პარტია "TISZA-ს" ლიდერი პეტერ მადიარი.