დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
ქალბატონ ხოშტარიას არაერთხელ შევხვედრივარ, მათ შორის გერმანელ ვიზიტორებთან ერთადაც და რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ის არ არის რადიკალი, მოძალადე ადამიანი - ამის შესახებ, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა იყო მისი იდეა, როდესაც პარლამენტთან ელენე ხოშტარიასა და გედევან ფოფხაძეს, შიმშლობის აქციის დროს შეხვდა, ფიშერი აცხადებს, რომ ეს იყო "ადამიანური და მორალური იმპულსი" მისი მხრიდან:
"მივდიოდი ერთ ღონისძიებაზე, სასიამოვნო მიღებაზე საქართველოს ერთ მშვენიერ ადგილას და გავიარე პარლამენტთან. ქალბატონ ხოშტარიას არაერთხელ შევხვედრივარ, მათ შორის გერმანელ ვიზიტორებთან ერთადაც და რამდენადაც შემიძლია ვთქვა, ის არ არის რადიკალი, მოძალადე ადამიანი. მისი პარტია არის ევროპული პარტიების ლიბერალების ჯგუფის წევრი და როცა ჩავიარე, ვიგრძენი ადამიანური და მორალური იმპულსი შევჩერებულიყავი და დავლაპარაკებოდი მას, ვისაც შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული. შიმშილობა ძალიან სერიოზული და პოტენციურად ძალიან სახიფათო რამ არის. წინა ღამით, ღონისძიებაზე ვიყავი, როცა მის მიერ შიმშილობის დაწყების ამბავი გავრცელდა და მე დავინახე, რომ ადამიანები იქ ტიროდნენ, რადგან იცოდნენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომ მას ჰყავს შვილები. ეს იყო მხოლოდ ადამიანური და მორალური იმპულსი,"- აცხადებს პეტერ ფიშერი.