უკრაინამ როსტოვის ოლქზე ღამით დრონებით იერიში მიიტანა

როსტოვი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქზე ღამით დრონებით იერიში მიიტანა. ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, იური სლიუსარი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

დაბომბვის შემდეგ გაჩნდა ხანძრის რამდენიმე კერა. გავრცელებული ცნობით, სამიზნეში მოექცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორია.

სლიუსარის განცხადებით, უკრაინული დრონების სამიზნე კამენსკ-შახტინსკის, სალსკის, ვოლგოდონსკის, ბოკოვსკისა და ტარასოვსკის რაიონებში მდებარე ობიექტები გახდა. მისი თქმით, სალსკის რეგიონში ერთ-ერთ დრონი ავტომობილს დაეცა, რომლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.