ავარია რუსთავი გაჩიანის გზაზე - მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა

ავარია

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, რუსთავის ავტობანზე, ე.წ. გაჩიანიზ ხიდზე "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადავარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 არასრულწლოვანია. პაციენტების გადაყვანა "კლინიკა რუსთავში" მოხერხდა.