პედაგოგებად წოდებული ადამიანები ცდილობენ ჩართონ ბავშვები ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული - გიორგი ვოლსკი სკოლებში წარმოებულ კამპანიაზე

გია ვოლსკი

პედაგოგებად წოდებული ადამიანები ცდილობენ ჩართონ როგორც მაღალი კლასის, ისე დაბალი კლასის ბავშვები ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„ჩვენ ვიხილეთ არა მხოლოდ მაღალი კლასის მოწაფეები, რომლებიც გარეთ არიან გამოსული და ერთი ლოზუნგი აქვთ თავში ჩადებული, რომელიც რეალობას არ შეესაბამება, არამედ მეორე, მესამე, მეოთხე დაბალი კლასების მოწაფეები, რომლებიც მოაბიჯებენ კონკრეტულ ადამიანებთან ერთად. მათ შორის პედაგოგებად წოდებულ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ცდილობენ ეს ბავშვები ჩართონ ისეთ პროცესში, რომელიც, რასაკვირველია, ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული“, - განაცხადა ვოლსკიმ.