პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს  დუშეთის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული - დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე - გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - მაცაცო ნარიმანიძე , მერის მოადგილე - ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე - კახა ჩიტაური.