„შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა“ - სინოპტიკოსების გაფრთხილება მძღოლებს
1774856576
ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ხუთი თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობა, რომელიც ტარიფების მიმართ მოწყვლადია, მთავრობა ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში კვლავ დაეხმარება.
"რამდენიმე წელია, მთავრობა ასუბსიდირებს მოწყვლად მომხმარებლებს, ანუ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია. მთავრობა ამ კატეგორიის მომხმარებლებს ეხმარება ელექტროენერგიის გადასახადის გადახდაში.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტარიფის გაზრდის პირობებშიც, კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ