1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
24 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით მივა.
პრემიერთან ინტერპელაციის ფორმატში მოსმენა ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთშ მისი ვიზიტის მიზეზით გადაიდო.
ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარეს. მათ პრემიერ-მინისტრთან კითხვები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აქვთ.
ღარიბაშვილმა პარლამენტში პასუხი უნდა გასცეს კითხვებს: რა ვითარებაა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესიის ერთი წლის თავზე ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაში;
რატომ არ იკრიბება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დადგენილი წესით სამ თვეში ერთხელ მაინც, რატომ არ განიხილავს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს პრემიერი თავის სათათბირო საბჭოში, რატომ არ განაახლა პრემიერმა, რომელსაც პარლამენტში დაპირება ჰქონდა, რომ წარადგენდა ქვეყნისთვის აუცილებელ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტებს;
სად არის დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა, რომელზეც პრემიერი 2020 წლის პირობებში საუბრობდა და პარლამენტმა 2021 წლის რეზოლუციით დაავალა მას, რომ ეს წარმოედინა. რატომ არ აქვს საქართველოს დღემდე ჰიბრიდულ ომთან დაპირისპირების საერთო სტრატეგია;
რატომ არის თავდაცვის ბიუჯეტი “ქართული ოცნების“ პირობებში რეკორდულად შემცირებული - 1,58% და რა გზავნილია, ეს პოლიტიკის კონტექსტში როდესაც პოლიტიკის ამოცანაა შეკავება და თავდაცვა.