პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისტორიკოსი და პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი ფრთიანი ფრაზები კი ხშირად, განხილვის ძირითადი საგანია.
„გუბაზი ქუთაისში დაიბადა და რვა კლასი იქ დაამთავრა, მაგრამ ჩემზე 13 წლით უფროსი გახლდათ და არ ვიცნობდი. მისი ოჯახი თბილისში კი გადმოსახლდა, მაგრამ ქუთაისთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მე და გუბაზის დისშვილი, თამთა ვმეგობრობდით. ერთხელ, გუბაზის დედა, ლილი გოგია, ქუთაისში ჩამოვიდა, ნათესავები და მეგობრები მოინახულა, მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი. შევატყვე, მოვეწონე სარძლოდ, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიღია. ერთი წელი ისე გავიდა, დედამისი არ გამოჩენილა. თურმე, ამ ხნის მანძილზე გუბაზს ჩემზე ელაპარაკებოდა. მეათე კლასში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციაზე ჩამოვედი თბილისში. იმ დროს გუბაზი 30 წლის იყო, დოცენტი გახლდათ და ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, მე კი სკოლის მოსწავლე ვიყავი... ჩვენ ერთმანეთს თამთას ხელშეწყობით შევხვდით, მთაწმინდაზე ავედით. გუბაზი საუცხოო მოსაუბრეა და მაშინვე მომხიბლა. მივხვდი, მის გვერდით ცხოვრება ძალიან საინტერესო იქნებოდა. ერთი კვირის შემდეგ ანანურში წავედით და იქ მთხოვა ცოლობა. დავთანხმდი. იმავე საღამოს შინ წამიყვანა და მამამისი გამაცნო. მახსოვს, ჩემს დანახვაზე როგორ წამოდგა ბატონი ლევან სანიკიძე, კარგა ხანს მიყურა, მერე კი დაგვლოცა...
- რომანტიკულია?
- გუბაზი და რომანტიკა შორი-შორს არიან. ჩვენი ურთიერთობის პირველსავე დღეებში გამომიტყდა: - რა ვქნა, არ შემიძლია ყვავილებით ხელში სიარულიო. არადა, ძალიან მიყვარს ყვავილები, განსაკუთრებით მინდვრის. გუბაზს იმდენი დადებითი თვისება აქვს, რომ ეს ერთი "უარყოფითი" შევუნდე. გუბაზს დიდი სამეგობრო ჰყავს და თუკი ვინმესთან სუფრა იშლება, შეუცვლელი თამადაა. სიმღერაც ჩინებული იცის. ჩემი მამამთილი, გორდა და გუბაზი სიმღერას რომ დაიწყებდნენ, მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.
- გუბაზ სანიკიძე უდავოდ გურმანი უნდა იყოს. რა არის თქვენი მეუღლის საყვარელი საჭმელი?
- ხაშლამა, თანაც ფენა-ფენად ჩალაგებული. ძალიან უყვარს ღორის მწვადი და იმერული, ნიგვზიანი საჭმელები. გაგიკვირდებათ და, ტკბილეულობას არ ეკარება“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გუბაზ სანიკიძის მეუღლე.
გუბაზ სანიკიძე 5 მოწვევის პარლამენტის წევრია და წარმოადგენდა: ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ (14-11-1990 - 04-11-1992); ბლოკს „საქართველოს აღორძინება“ (20-11-1999 - 22-04-2004); „გაერთიანებულ ოპოზიციას (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“ (07-06-2008 - 20-06-2008); გაერთიანებას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (21-10-2012 - 18-11-2016); ბლოკს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
56 წლის პოლიტიკოსმა დეკლარაცია ბოლოს, 16 თებერვალს შეავსო.
ვნახოთ რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, ლევან და ნინო სანიკიძეები. მისი მეუღლის, ირმა სანიკიძის სახელზეა გაფორმებული თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე 150 კვ.მ ფართობის ბინა, რომლის ღირებულებამ 2011 წელს 250 000 ლარი შეადგინა.
გუბაზ სანიკიძემ 2008 წელს ამბროლაურში, ჭრებალოში 59048 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა, ამავე რაიონში, სოფელი ჭყვიშში ფლობს საცხოვრებელ სახლს, რომელიც 2017 წელს ააშენა და ღირებულებამ 45 000 ლარი შეადგინა.
გუბაზ სანიკიძის საკუთრებაშია 2013-წლიანი Jeep Grand Cherokee, რომელიც 2022 წელს 15 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა.
სანიკიძემ 2002 წელს მემკვიდრეობით მიიღო ბიბლიოთეკა, სადაც იშვიათი გამოცემებია თავმოყრილი.
დეკლარაციის თანახმად, გუბაზ სანიკიძის ქალიშვილის „თბს“ ბანკის ანაბარზე 6100 ამერიკული დოლარია, ამდენივე ვაჟის, ლევანის ანაბარზე.