პარლამენტში დღეს კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება

პარლამენტში დღეს სესია გაიმართება. სხდომა თავდაპირველად პოლიტიკურ განცხადებებს დაეთმობა, კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტებს.

დეპუტატები დღესვე, კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საჯარო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას, 30 წლის განმავლობაში ითვალისწინებს.