ტრამპი: შეხედეთ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომმა ამერიკას ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ტრამპის თქმით, ის თუ არ იქნებოდა პრეზიდენტი, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი მესამე მსოფლიო ომამდე მივიდოდა.

„რვა ომი დავასრულე, მეცხრეს დავასრულებ. შეხედეთ იმ ზიანს, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ისინი ახლა ნატო-ს დახმარებით გვიხდიან. როდესაც პრეზიდენტი ხარ, ნამდვილად უნდა აკონტროლო მსოფლიო, რადგან ამაში ჩათრეული იქნები. სხვა შემთხვევაში, მსოფლიო ომში ჩაგითრევენ. მე რომ არ გავმხდარიყავი პრეზიდენტი, ეს ომი მესამე მსოფლიო ომად გადაიქცეოდა. როდესაც დავბრუნდი, გაოგნებული ვიყავი, რადგან ვითარება მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიოდა“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.