მანიფესტანტებს საპროტესტო აქციების გამართვა ახალი წესებით მოუწევთ - რა ცვლილებები შედის კანონში
1738863728
პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
კანონპროექტით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ან/და სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება) და 330-ე (სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით) მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.