„ივლისი და აგვისტო ძალიან ყურადღებით იყავით…“ - გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1750795877
თუ საკუთარი თავის პატივისცემა აქვთ, უარი თქვან საკნიდან გამოსვლაზე და ჩართვაზე, რომ ეკრანიდან მაინც მოგვახალონ ის სიმართლეები რასაც ამბობენ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„თუ საკუთარი თავის პატივისცემა აქვთ, უარი თქვან საკნიდან გამოსვლაზე და ჩართვაზე, რომ ეკრანიდან მაინც მოგვახალონ ის სიმართლეები რასაც ამბობენ. გვიპასუხონ ჯემალ ლეონიძე დააყაჩაღა თუ არა, როგორც თავად ჯემალი ამბობს, ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა კეზერაშვილის დავალებით, როდესაც ბატონი ახვლედიანი მოვიდა ლისის ტბის საქმეზე და თქვა, რომ ხაზარაძე იყო მისი ბიზნესის და ბიზნესსაქმიანობის წართმევის ერთ-ერთი მონაწილე და მას ფინანსურ პოლიციაში ატარებდნენ, ჩაკეტავდნენ და ემუქრებოდნენ შვილების განადგურებით, გვითხრას ეს მართალია თუ არ არის მართალი, იქნებ ცდება ამდენი ადამიანი, ხაზარაძე და ჯაფარიძე იყვნენ თიბისი ბანკთან ერთად კეზერაშვილის და სააკაშვილის ხელში ინსტრუმენტები ადამიანების გასაუბედურებლად...“, - განაცხადა წულუკიანმა.